ლევან ხაბეიშვილი მმართველი პარტიის წევრებს - ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები

ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომაზე მყოფ დეპუტატებს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ და თანამდებობის პირებმა ვერ გამოიჩინეს გამბედაობა ეთქვათ, რომ ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება.

„გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ინციდენტს რომ თავი დავანებოთ, ამ ყველაფრის შემდეგაც საკრებულოს უმრავლესობამ და თანამდებობის პირებმაც ვერ გამოიჩინეს გამბედაობა ეთქვათ, რომ ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება, მიუხედავად იმისა რამდენად შეიძლება დაპირისპირებული იყოს ოპოზიციონერი დეპუტატი მის კოლეგასთან, მერთან თუ ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თუნდაც მწვავედ ვკამათობდეთ, კამათის გარდა ბოლო დროს ყველაფერი ხდება, მუდმივად მიდის ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები თუ რომელიმე დარჩებით ოპოზიციაში თქვენ რომ ფიზიკურად არაფერი დაგემუქრებათ და განსხვავებული პოზიციის გამო არავინ თავს არ დაგესხმებათ, პირადად მე ვიქნები ამის გარანტი. თქვენს მილიარდერ პატრონთან ერთად უნდა ზრუნავდეთ თბილისელების სიკეთეებზე, ეს თქვენი ვალდებულებაა“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო