„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2019 წლის დეკემბერის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დეკემბერში ეკონომიკა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი შეფასებით 5,2%-ია.

„დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებს. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში",- აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტმა 3 771.5 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 9 063.2 მლნ დოლარი შეადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო