საკრებულოს თავმჯდომარე - ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოხდეს

ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის გასულ კვირას მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განუცხადა. ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ლევან ხაბეიშვილს მოუწოდა, რომ პირადი შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს.

მისი თქმით, კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი უკვე გამოკითხულია.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში, გავაგრძელოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გამოიკვეთება პოზიცია. გამოიკითხა ყველა მონაწილე პირი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან.

მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი უწყება გააკეთებს შესაბამის განცხადებებს, როცა იქნება გარკვეული შედეგი”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს