პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონა ვირუსის წინააღმდეგ საქართველო უმკაცრეს პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა იმყოფება მწვანე ზონაში, მაგრამ ვირუსის გავრცელების თეორიული რისკები არსებობს.

"საქართველო არის იმ 194 ქვეყანას შორის, რომელიც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით და ვასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მითუმეტეს ისეთი გლობალური გამოწვევების შემთხვევაში, როგორიც არის კორონავირუსი. ქვეყანა ითვლება დაბალი საფრთხის შემცველ ქვეყნად, ვიმყოფებით მწვანე ზონაში, მაგრამ თეორიული რისკები არის. აქედან გამომდინარე, პრევენციული ღონისძიებები არის უმკაცრესი. ღონისძიებები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს დაინფიცირებული ადამიანის შემოსვლა ქვეყანაში. თუკი შემთხვევა დაფიქსირდა, ღია თეორიულ შანსსაც ვუშვებ, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი ადამიანური რესურსი, მედიკამენტები, კლინიკები არის მზადყოფნაში. ჩვენ ვიმყოფებით მხოლოდ თეორიული რისკის წინაშე.

ყველა იმ მოქალაქის შემოწმება ხდება, რომელიც შემოდის ტრანზიტული გზით, მაღალი რისკის ზონიდან. არსებობს პირველადი შემოღების ხაზიც და ღრმა კვლევის მეთოდებიც, ამის ყველა საშუალება არსებობს ქვეყანაში. დღეს გვექნება შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისიის წარმომადგენლებთან და განვიხილავთ შესაძლო განვითარების სცენარსაც, თუნდაც თეორიულს. ამისთვის წინასწარ დავიგეგმებით",- განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქეზე მიმდინარეობს მონიტორინგი, თუმცა არ არის მოლოდინი იმისა, რომ აქ კორონავირუსი დაფიქსირდება.

კითხვაზე: მაშინ, როდესაც თერმული სკანირების შედეგად მგზავრების მხოლოდ სიმპტომებზე შემოწმება ხდება, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ვირუსი ინკუბაციის პერიოდშია, გამოვლენილი არ არის და სკანერი ვერ აფიქსირებს, ხუნდაძემ უპასუხა: "ამისთვის შეჩერდა მაღალი რისკის ზონიდან ფრენები. ღონისძიებები, რაც საქართველოში ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებია, ესენი აპობირებული წესებია და ამ წესებს მიყვება საქართველო",- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ამ წუთებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა