ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულების ბიბილაურის და ცინცაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ითხოვენ

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულების გიორგი ბიბილაურისა და ბექა ცინცაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ითხოვენ.

გიორგი ბიბილაურის ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ბექა ცინცაძის ადვოკატი კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

ადვოკატის თქმით, ბექა ცინცაძეს დანაშაული არ ჩაუდენია, ის "სხვა ცხოვრების წესით" ცხოვრობს, წარმატებული მოქალაქე და წარმატებული პროდიუსერია.

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის - ნუგზარ ბეჟანიძის, გოჩა თადუმაძის, გიორგი ბიბილაურის, ბექა ცინცაძის, როლანდ ბერიძისა და იური მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

6 პირიდან 2-ს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა