პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სტიგმა და დისკრიმინაცია მისაღები არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმანიაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსი არ გავრცელებულა და პანიკის საფუძველიც არ არსებობს, თუმცა პრევენციისთვის სიფრთხილეა საჭიროა.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნდა კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რაც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა