საკრებულოს უმრავლესობის წევრი - ოპოზიციის მხრიდან არის ცრუ ბრალდებები და მათი მხრიდან უზრდელური მიდგომა

ოპოზიციის მხრიდან არის ცრუ ბრალდებები და მათი მხრიდან უზრდელური მიდგომა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილზე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან თავდასხმა არ მომხდარა.

„რაც მოხდა ყველამ კარგად დაინახეთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმშია და მზად ვართ სამუშაოდ. ეს არ იყო თავდასხმა, ეს იყო მისი უზრდელური საქციელიდან გამოწვეული. მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე არ ვიძახი, ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე, ავთო ცინცაძეა დამნაშავე თუ ლევან ხაბეიშვილი, ამას გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა ცინცაძემ.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა მომხდარის გამო პაუსიხსმგებლობას, ცინცაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას მოსახლეობის მიმართ გრძნობს.

„ჩვენს საზოგადოებას მე ბოდიშიც მოვუხადე”,- განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა