ერეკლე კუხიანიძე - მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში?

რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გარიცხულმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კუხიანიძის თქმით, „ქართული ოცნების“ კორუფციული ნაწილი ნორმალური და დემოკრატიული პროცესების განვითარებას აფერხებს.

„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში? ისევ პარტიაში, ბატონი ბიძინას გვერდზე ზის და მისი მრჩეველია. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს? რატომ ისარგებლა პარტიაში კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრრევოლუცია აქვს მოხდენილი „ქართულ ოცნებაში“ და არ აძლევს საშუალებას ნორმალური, დემოკრატიული პროცესები განვითარდეს,“ - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხაბეიშვილი ყოველ გამოსვლაზე მის ოჯახს ეხება, მოიხსენიებს როგორც მოღალატეს.

„ბატონ ლევანს მე არაერთხელ მივმართე და ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო ყველასთვის. ვამბობდი, რომ ოპოზიციის კრიტიკის გარეშე ქვეყანა დაიღუპება, ვთხოვდი მას ცირკები არ გაემართა, ემსჯელა ნორმალურად და მე თვითონ მაინტერესებდა რას ლაპარაკობდა. სრულიად დაუშვებელია რაც გააკეთეთ ბატონი ლევან ხაბეიშვილის მიმართ, ხელით შეხება დეპუტატზე არის სრულიად დაუშვებელი. ბატონი ხაბეიშვილი ყოველ გამოსვლაზე ჩემს ოჯახს ეხება, მე მომიხსენიებს როგორც მოღალატეს და ჩემთან არ შემოდის დიალოგში. როდესაც ის მორალზე ლაპარაკობს, პირველ რიგში თავის მორალს მიხედოს,“ - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო