ნათია თურნავა ადასტურებს, რომ აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს.

ნათია თურნავას განცხადებით, მის შემცლელს ის დღის მეორე ნახევარში წარადგენს.

„აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელომძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გაწია და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ მას ამისთვის. მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, თვითონ მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო უბანზე გადადის. ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელი წარვადგინოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალია მისი შემცვლელი და ერთი თვისება აქვს კიდევ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი. მე გპირდებით, რომ წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის ახალი ენერგიის წელი იქნება, ახალი პროექტების წელი, ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, გიორგი ჩოგოვაძე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორად 2018 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე კი მას 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა