ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ძალისხმევა, რადგან ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს კორონავირუსის საფრთხის წინაშე

ზოგადად, ვითარება რჩება უცვლელი, რისკი არის ძალიან მაღალი ჩინეთში და ასევე მაღალია ჩვენს რეგიონში ევროპაში და გლობალურადაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ძალისხმევა იმისთვის, რომ უფრო მეტად მომზადებულები იყვნენ ვირუსთან შესახვედრად, რადგან ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს ვირუსის საფრთხის წინაშე.

„ეს აბსოლუტურად ახალი ვირუსია, ის ახლახანს არის აღმოჩენილი და მის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. არ არის რამე სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი, შესაბამისად მკურნალობა არის სიმპტომატური, მაგრამ საერთაშორისო დონეზე კვლევა მიმდინარეობს მედიკამენტის შესამუშავებლად, თუმცა ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა დაინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო მიიღო.

„გენერალური დირექტორი იმყოფებოდა ჩინეთში, ადგილზე ნახა სიტუაცია, შეხვდა მაღალჩინოსნებს და გარდა ამისა ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარება გამოცხადებულიყო საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე. ამის ძირითადი მიზეზი არის დაინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა ჩინეთში და ზოგადად. ამჟამად რეგისტრირებულია 8 ათასზე მეტი შემთხვევა, ასევე გაზდილია რაოდენობა სხვა ქვეყნებში, რადგან ამჟამად ვირუსი დაფიქსირებულია 18 ქვეყანაში. დამაფიქრებელია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტების ზრდა, ასევე ჩინეთის გარეთ და საბოლოო ჯამში შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვირუსმა შეიძლება მიაღწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ სუსტი მზაობა, რომ პრობლემას უპასუხონ და აქვთ სუსტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გამოაცხადა ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა საგანგებო მდგომარეობა იმისთვის, რომ გაზარდოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ქვეყნებს შორის და ასევე გაზარდოს დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის ნაკლები შესაძლებლობა აქვს.

ზოგადად, ვითარება რჩება უცვლელი, რისკი არის ძალიან მაღალი ჩინეთში და ასევე მაღალია ჩვენს რეგიონში ევროპაში და გლობალურადაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს რიგი რეკომენდაციები ჩინეთისთვის, რომ მათ განაგრძონ ეპიდემიის ლოკალიზება, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, იმუშაოს ეპიდემიის ეპიცენტრში უხანის რეგიონში, მაგრამ ასევე სხვა რეგიონებშიც და იმუშაონ საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს პასუხები, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება. ანალოგიურია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ განაგრძონ კვლევები იმისთვის, რათა უკეთ შევისწავლოთ ვირუსი, მისი ინკუბაციის პერიოდი და გავრცელების მახასიათებლები“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა