არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს მომავალ კვირას შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებთან შეხვედრას მომავალ კვირას გამართავს.

როგორც ამერიკული გამოცემა THE HILL-ი წერს, არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და კონგრესის ლიდერებს შეხვდება.

სტატიაში: „ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები“ ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით.

„საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა ვაშინგტონში კი შეიძლება უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის. შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მდივანი პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად. გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულ თანხმობაშია ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით. განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო წარმოადგენენ სანიმუშო მაგალითს ამ მხრივ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით”,- ნათქვამია სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა