დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებულ სამეფოში უხანის კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერის განცხადებით, კორონავირუსი ერთი ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა.

„პაციენტები ეროვნული ჯანდაცვის სერვისის მკურნალობის ქვეშ არიან. ჩვენ ვიყენებთ გამოცდილ ინფექციური კონტროლის პროცედურებს, რომ თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის შემდგომი გავრცელება“,- აცხადებს პროფესორი ქრის ვითი.

კორონავირუსის დამატებითი შემთხვევა დაფიქირდა გერმანიაშიც. ამ დროისთვის, დადასტურებულად კორონავირუსი გერმანიაში 5 ადამიანს აღენიშნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 9800-მდე შეემთხვევაა დარეგისტრირებული. დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო