ნიკა გვარამია პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში, სასამართლოს ტერიტორიაზე მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც გვარამიამ განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„დაზიანების ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარია მოტივაცია. ეს არის ბატონი ვოლსკის მიერ დაკვეთილი დანაშაული. ეს ხალხი არიან მისი შტაბის წევრები და ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს ამისთვის პოლიტიკური ფასი ან მოახდინოს რეაგირება - ეს პირები დააკავოს და ბატონ ვოლსკიზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს იყო თავდასხმა ერთდროულად ყველაზე კრიტიკული მედიის მფლობელზე და პარალელურად ადვოკატზე“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა