სოფო კილაძე - გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის რეალური სახეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროგრესთან დაკავშირებულ სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფო კილაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.

„ერთი-ერთი მტკივნეული საკითხი, რომელზეც ემოციის გარეშე საუბარი არ შემიძლია, არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ჰუმანიტარული კატასტროფის ადგილები. გუშინ და დღეს ბატონი ტოლსტოი და ბატონი სლუცკი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ასამბლეა, რომ რუსეთი პასუხისმგებელი არ არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე. თუმცა, როგორც ყველამ კარგად ვიცით, მათ იციან სიმართლე, რომ ეთნიკური ქართველები ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან. მკვლელობები, წამება, გატაცება, უკანონო დევნა, მათ იციან, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ყველა ამ დარღვევაზე. გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის რეალური სახეა.

ძვირფასო კოლეგებო, წარმოიდგინეთ ოჯახის ტანჯვა, როდესაც მათ ახალგაზრდა მამაკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი, დაახლოებით ერთთვიანი მტკივნეული მოლოდინის შემდეგ მიიღეს, შინაგანი ორგანოების გარეშე“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა