წყნეთის სამთავრობო აგარაკების გასაყიდად აუქციონი ხელახლა გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,ნათია თურნავა აცხადებს, რომ წყნეთის სამთავრობო აგარაკების გასაყიდად აუქციონი ხელახლა გამოცხადდება.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იმის გათვალისწინებით,რომ წყნეთში არსებული „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა, გამოცხადდება თუ არა ახალი აუქციონი და მათ შორის გადაიხედება თუ არა გასაყიდი ფასი, რომელიც 55,710,287ლარია, მინისტრი აცხადებს, რომ მიდგომა გადაიხედება, თუმცა ფასი ადეკვატურია და "წყნეთის აგარაკების აუქციონი შედგა, თუმცა არ იყო დაინტერესება, არ შემოსულა განაცხადები ბიზნესის მხრიდან“.

„ჩვენ ახლა გარკვეულ განახლებულ მიდგომაზე ვიფიქრებთ. როგორც ჩანს, ამ ფორმით ნაკლებად საინტერესოა ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს ობიექტი მყისიერად გაიყიდებოდა, რადგან ბევრი კომპანია გვეკითხებოდა მის შესახებ. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ფასი ადეკვატურია,თუმცა შეიძლება ამ ლოტის ზომას გადავხედოთ. ამის შესახებ ძალიან მალე მოგაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თამით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წყნეთის სამთავრობო რეზიდენციას სასტუმროს მოწყობის მიზნით აუქციონზე 55,710,287 ლარად ყიდდა, თუმცა ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც, აუქციონი არ შედგა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო