„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, მევახშის მიერ მოვალის გამოსახლება შეაჩერეს

„თავისუფალმა საქართველომ“ მევახშის მიერ, აზაროვების ხუთსულიანი ოჯახის გამოსახლების პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პარტიის იურისტები მონაწილეობას მიიღებენ მხარეებს შორის მედიაციის პროცესში.

„თავისუფალი საქართველოს“ და ოჯახის გულშემატკივრების ძალისხმევით, დანიშნული გამოსახლება შეჩერდა. პარტიის იურისტები მონაწილეობას მიიღებენ მხარეთა შორის დაგეგმილ მედიაციის პროცესში, რათა ოჯახს მიეცეს გონივრული ვადა ვალდებულების შესასრულებლად და შეუნარჩუნდეს საცხოვრებელი სახლი.

31 იანვარს, ფონიჭალაში დანიშნული იყო აზაროვების ხუთსულიანი ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

აზაროვებმა მევახშისგან 16 000 აშშ დოლარი ისესხეს, საიდანაც 7000 მალევე გადაიხადეს. ოჯახში 2 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომლის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, აზაროვებმა დარჩენილი ვალდებულების შესასრულებლად მევახშეს მცირე დროის მიცემა სთხოვეს. მევახშემ ისარგებლა ოჯახის მძირე მატერიალური მდგომარეობით, მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს იძულებითი აუქციონის წესით დაეუფლმა და აზაროვებისგან 30 000 აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა