გია ვოლსკი ჟურნალისტს - კითხვა არ არის, ვაპირებ თუ არა გვარამიას ცემაზე პასუხისმგებლობის აღებას, ეს არის უზნეო ადამიანების მიერ მოგონილი

ნუ ყვირიხართ, შენი ბავშვი ხომ არ ვარ?! კითხვა არ არის, ვაპირებ თუ არა გვარამიას ცემაზე პასუხისმგებლობის აღებას, ეს არის უზნეო ადამიანების მიერ მოგონილი, - ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ, იღებს თუ არა დეპუტატი პასუხისმგებლობას გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტის კითხვაში აღნიშნული იყო, რომ გვარამია პასუხისმგებლობას გია ვოლსკის აკისრებს, რადგან „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები ვოლსკის შტაბის წევრები იყვნენ.

„როგორც თქვენი ტელევიზია მთლიანად, ასევე ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. ანუ მე ვამბობ, რომ თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენ ხელმძღვანელთან ერთად. სიმდაბლეზე წასვლა ნიშნავს იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ასე რომ მიყურებთ თვალებში და თან იცით, რომ უზნეობას ჩადიხართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აპირებთ თუ არა პასუხისმგებლობა აიღოთ ან ითანამშრომლოს გამოძიებასთან? - დეპუტატმა ჟურნალისტს მიმართა: „ასეთ უნამუსობაზე და უზნეობაზე, რასაც თქვენ, ახალგაზრდა ქალი აკეთებთ, ეს არის ერთადერთი პასუხი. ნიკა გვარამიასთან ერთად ნუ გაისვრებით ისეთ რამეში, რაც ხვალ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. კითხვის შინაარსი არის უზნეობა. ნუ ყვირიხართ, შენი ბავშვი ხომ არ ვარ?! წყნარად ილაპარაკეთ!

კითხვა არ არის ეს - აპირებთ თუ არა პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე, ეს არის უზნეო ადამიანების მიერ მოგონებული და ეს ადამიანი ჩათრეულია ამ უზნეობაში",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა