ანრი ოხანაშვილი - ხაბეიშვილი იქნება პეტრიაშვილი თუ სხვა, "ნაცმოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რომ პროვოკაციები მოაწყოს

იქნება ხაბეიშვილი, პეტრიაშვილი თუ სხვა, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოაწყოს პროვოკაციები,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ძალადობა მისთვის მიუღებელია და მოუწოდა უმრავლესობის წევრებს პროვოკაციებს არ აყვნენ. "ზოგადად იცით, რომ ჩემთვის პირადად, ჩემი გუნდის თითოეული წევრისთვის მიუღებელია ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს როგორი პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა ეს სხდომა. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული შედეგი დადგა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა რა რეაგირებას განახორციელებს, ეს მათი კომპეტენციაა. ხედავენ თუ არა დანაშაულის ნიშნებს, ამაზე მათ უნდა იმსჯელონ. ვადასტურებ, რომ სრულიად მიუღებელია რაიმე იძულება, ძალადობა, მუქარა. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მოსაწონი არ არის. ყველას მოვუწოდებ გავფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საზოგადოებას ნუ მივცემთ საშუალებას დამძიმდნენ ამ კადრების ყურებით. ჩვენი გუნდის წევრებს, ყველას, საკრებულო იქნება თუ პარლამენტი, მოვუწოდებ, იქნება ხაბეიშვილი, პეტრიაშვილი თუ სხვა, "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოაწყოს პროვოკაციები. ამასთან დაკავშირებით მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ პროვოკაციებს არ აყვეთ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა