ავთანდილ ცინცაძე - ბრალს არ ვეთანხმები - ჩვენ შორის ჩხუბი მაშინვე არ დაწყებულა, ეს გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის უზრდელურმა საქციელმა

“ბრალს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, მე პირველივე დღეს ვთქვი, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას”,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

“მე ამ ბრალდებას არ ვეთანხმები, დანარჩენი გამოძიების საქმეა და დაველოდოთ გამოძიებას. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გაეცემა პასუხი. ერთი მხრიდან იქნება დანაშაული თუ მეორე მხრიდან, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. ჩვენ შორის ჩხუბი მაშინვე არ დაწყებულა, ეს გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის უზრდელურმა საქციელმა და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. იქ რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა,”- განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო