ნათია თურნავა ახალი ტრენინგ ცენტრის გახსნას აანონსებს, სადაც ქართველი მძღოლები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატებს მიიღებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წელს ახალი ტრენინგ ცენტრის გახსნას აანონსებს, სადაც მისი თქმით, ქართველი მძღოლები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატებს მიიღებენ.

„მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში უკვე შევძლებთ დავიწყოთ ამ ცენტრის მშენებლობა. საუბარია ჩვენი სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეგიდით სწავლებაზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. საკმაოდ მოთხოვნადია ჩვენი ქართველი მძღოლების სერთიფიცირება და მათი ევროპულ ბაზრებზე დასაქმება. პირველ რიგში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცალკე ტრენინგ ცენტრი უნდა არსებობდეს. ქართველო მძღოლები, ლოჯისტიკური მენეჯერები და სხვა სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული პროფესიების ადამიანები გადამზადდებიან ამ ცენტრში და ეს სერტიფიკატები აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში,"-აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით,სერთიფიკატები დღესაც არის აღიარებული, თუმცა ეს წრე უფრო გაფართოვდება.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დასაქმებას ხელს უწყობს მთელი ევროკავშირის მასშტაბით,"-განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო