სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონული ბიზსნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, გურამ გიორგაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, პალატის პრეზიდენტმა რეგიონებში მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის პალატის გეგმები და ხედვა გააცნო.

„ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხები იყო, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინიციატივები.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრსმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.

ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა