საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ხუჯაძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით თავს დამნაშავედ არ გრძნობს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ალექსანდრე ხუჯაძის განცხადებით, ის ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა მას უნდა დაელოდოს.

„რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ბრალი წარდგენილია და დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება გამოიძიებს სამართლიანად. პირველ რიგში, მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს კორექტულობისკენ, რომ შემდეგ აღარ მოხდეს ასეთი ინციდენტი“, - განაცხადა ხუჯაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს