გია ვოლსკი - საერთოდ, პოლიტიკური გუნდები ჯობია შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა

საერთოდ, პოლიტიკური გუნდები ჯობია შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური გუნდები ვერ შეთანხმდებიან, შეიძლება შეიქმნას იმის საფრთხე, რომ ქვეყანა ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

„რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს შეთანხმება პარტიებს შორის. მეც მაინტერესებს, მეც მოვუწოდებ და საზოგადოებაც მოუწოდებს, რომ შეთანხმდნენ, თუმცა პოზიციები ჯერჯერობით პრინციპულად განსხვავებულია. მაგრამ მოლპარაკების პროცესი იმისთვის არის, რომ იქნებ დავახლოვდეთ კიდევაც. საერთოდ პოლიტიკური გუნდები ჯობია შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. თუ ვერ შევთანხმდებით, მე გარწმუნებთ, რომ ის მოდელი, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ ოპონენტებს არის სწორედ იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილურობის გარანტია და არ შეიქმნას იმის საფრთხე, რომ ქვეყანა ვერ შექმნის მთავრობას და შევა ისეთ კრიზისში, როგორიც, სამწუხაროდ, რამოდენიმე განვითარებულ ქვეყანაშიც რეალობად იქცა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო