ნათია თურნავას განცხადებით, ახალი სერვის ცენტრი, სადაც მძღოლების და ლოგისტიკის მენეჯერების სერტიფიცირება მოხდება, ფონიჭალაში აშენდება და ამაზე დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი სერვის ცენტრი, სადაც მძღოლების და ლოგისტიკის მენეჯერების სერტიფიცირება მოხდება, ფონიჭალაში აშენდება და ამაზე დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება.

მინისტრის თქმით, ამ პროფესიებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ გადაწყდა ახალი ცენტრის მშენებლობა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სერვის ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც ქართველების გადამზადებას და საზღვარგარეთ დასაქმებას გულისხმობა, ნათია თურნავა ასე პასუხობს: „ეს ინიციატივა 1 წელია მზადდება და მინდა გითხრათ, რომ მაღალი მოთხოვნაა ქართველ მძღოლებსა და ლოგისტიკის მენეჯერებზე, თუმცა აბსოლუტურად თანხვედრაშია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან, რაც მიზნად ისახავს ქართველების უკეთეს დასაქმებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპაში“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, სერვის ცენტრის მშენებლობის პროცესი თებერვლიდან დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა