რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველომ შესაძლოა, ევროსაბჭოს თხოვნით მიმართოს, მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართოს

Commersant.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, რომ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდეს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა აცნობეს.

„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მაისამდე“, - აცხადებს წყარო.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ რუსულ დელეგაციას, რომელიც თბილისში ჩამოვა, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვიოს.

„კომერსანტი“ ასევე აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, წყარომ რუსეთის ხელისუფლებიდან მათთან საუბარში აღნიშნა, რომ „იმის შანსი, რომ სერგეი ლავროვი ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს წავიდეს თბილისში, მაღალი არ არის“.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა