ირაკლი ნადირაძე - თუ გადაწყვიტეს, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან, ეს იქნება ამ ხელისუფლების მორიგი სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედება

თუ გადაწყვიტეს, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან, ეს იქნება ამ ხელისუფლების მორიგი სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც ისინი ძალიან მალე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, რითაც ის ლევან ხაბეიშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” და მისი პროკურატურის უნამუსობას და არაადეკვატურობას საზღვარი არ აქვს”.

„ჩვენ ვხედავთ, იმ ფონზე, როდესაც ლევან ხაბეიშვილზე პირდაპირ ეთერში განზრახ, ჯგუფურად იძალადეს, დღეს უნდათ, რომ ლევან ხაბეიშვილს აქეთ წარუდგინონ ბრალი ზარქუას ჩვენებით იმაზე, რომ თითქოს ლევან ხაბეიშვილი იქით დაესხა თავს. თუ გადაწყვიტეს, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან, ეს იქნება ამ ხელისუფლების მორიგი სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც ისინი ძალიან მალე აგებენ პასუხს”,- განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

„ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო