გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ქვეყანას სამხედრო ოპერაციების გაფართოებისკენ მოუწოდებს

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ვოლფგანგ შოიბლე ქვეყანას მოუწოდებს, რომ საერთაშორისო თავდაცვის საქმეში უფრო აქტიურად იმოქმედოს. როგორც შოიბლემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, საჭიროა გერმანიამ, მის პარტნიორებთან ერთად, სამხედრო საკითხებში მეტი პასუხისმგებლობა აიღოს.

„ჩვენ ვერ დავიმალებით. თუკი ევროპა უფრო გააძლიერებს მის როლს, მაშინ ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ფრანგებსა და ამერიკელებს ვერ მივანდობთ“, - განაცხადა შოიბლემ.

ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გეგმებს შეიარაღებული ძალების ოპტიმიზებასა და თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით მხარს უჭერს.

„როდესაც საფრანგეთი გვთხოვს, რომ მეტი გავაკეთოთ მალიში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი პასუხები პარიზში ენთუზიაზმს არ იწვევს. ოსვენციმისგან მიღებული გაკვეთილი არ შეიძლება პასუხი იყოს იმისა, თუ რატომ არ ვიღებთ მუდმივ ვალდებულებებს“,- აღნიშნა ვოლფგანგ შოიბლემ.

მან აქვე განმარტა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების მხრიდან მისიების გაფართოებას შეიძლება თავისი მორალური ფასი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაზე ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები ზეწოლას პერმანენტულად აძლიერებენ, რომ ამ სახელმწიფომ თავდაცვით საკითხებში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა