ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და ანა რეხვიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრებიან

პოლიტიკური პარტიების „ლელო საქართველოსთვის”, „ევროპული საქართველოს”, „ნაციონალური მოძრაობისა” და „გამარჯვებული საქართველოს” წარმომადგენლები: ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და ანა რეხვიაშვილი მომდევნო კვირას ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრებს, ექსპერტებსა და დელეგატებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე ყოველდღიურად იზღუდება. ვნახეთ როგორ დამთავრდა გუშინ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმე, ვნახეთ, რომ პროკურატურა აპირებს ბრალი წაუყენოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ უმრავლესობის წარმომადგენლები და სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აღარ გვაქვს მოცდის დრო, დელეგაციამ, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან, გადავწყვიტეთ მომავალ კვირას გავმართოთ ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში მთავარი გზავნილებით, რომელიც შეეხება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

უახლოეს კვირებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ ვითარებას და შესაძლებლობას მისცემს თავისუფალ არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. შევხვდებით, როგორ ევროპარლამენტის, ასევე ყველა სხვა ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენლებს და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შედეგი იქნება ძალიან ხმამაღალი განცხადებები ევროპის დედაქალაქიდან,” - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა