უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე იმსჯელა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ჯგუფი უკვე შექმნილია, თუმცა, ფრაქციებმა ჯგუფის წევრები უნდა წარმოადგინონ.

ამასთან, მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა იმაზე, როდის დაინიშნება კომიტეტის სხდომა და და მოვუსმენენ თუ არა ამ კანდიდატებს, ან მე-9 მოწვევის პარლამენტში საერთოდ მოხდება თუ არა დამატებით წარმოდგენილი 6 კანდიდატის არჩევა.

"ეს არის პროცედურული ნაწილი, წმინდა ფორმალური ხასიათის ნაწილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და არც ყოფილა საუბარი როდის დაინიშნება კომიტეტის სხდომა და საერთოდ დავნიშნავთ თუ არა კომიტეტის სხდომას და მოვუსმენთ თუ არა ამ კანდიდატებს, ან მე-9 მოწვევის პარლამენტში საერთოდ მოხდება თუ არა დამატებით წარმოდგენილი 6 კანდიდატის არჩევა. ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდში პოზიციები გაჟღერდა, რომ ჩვენ არ ავირჩევთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. თუმცა, ამ ფორმალურ ნაწილზე მუშაობა მაინც უნდა დაგვეწყო. დამატებით კონსულტაციები თუ იქნება საჭირო, ამასაც გავმართავთ და საბოლოო პასუხს გაგაგებინებთ. არ ყოფილა მსჯელობა როდის დავიწყებთ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კვოტები გადანაწილდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაზე, ასევე ოპოზიციის ფრაქცებს აქვთ საშუალება თითო კანდიდატი წარმოადგინონ, ასევე შეიძლება ერთი წევრი იყოს, ვინც არ არის გაწევრიანებული არც ერთ ფრაქციაში. ჯერ ეს საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი ვის წარმოგვიდგენენ. შემდგომ უკვე გადაწყდება ჯგუფი მუშაობას როდის დაიწყებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს