ჯანდაცვის მინისტრი - თუ მოქალაქე ჩინეთიდან არის, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად კორონავირუსით არის დაავადებული

თუ მოქალაქე არის ჩინეთიდან, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად კორონავირუსით არის დაავადებული - თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი დამოკიდებულებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც

ჩინეთის რამდენიმე მოქალაქეს მომსახურებაზე უარი იმის შიშით უთხრეს, რომ ისინი შესაძლოა დაინფიცირებულები ყოფილიყვნენ.

მინისტრი თქმით, მსგავსი სტიგმის შექმნა მიუღებელია.

„მე, უბრალოდ, ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვ თავი შეიკავონ, რადგან სტიგმის შექმნა არ არის მიღებული. სამედიცინო პერსონალი არის მობილიზებული, რომ პრევენციულად მოახდინოს ლოკალიზება ამ დაავადების. ეს არ ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე არის ჩინეთიდან, ის აუცილებლად არის დაავადებული. მსგავსი დამოკიდებულებისგან თავი უნდა შევიკავოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა