1-ელ თებერვალს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  ჩატარდება

პირველად საქართველოში, 2020 წლის, 1 თებერვალს, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია და ვორქშოფი უშვილობა 35+.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღონისძების ორგანიზატორებმა აცნობეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია. მეორე ნაწილი კი სპეციალურად დარეგისტრირებული პირებისათვის დაეთმობა ვორქშოფს ემბრიონის ტრანსფერის შესახებ, მსგავსი ტიპის პრაქტიკული გაკვეთილი საქართველოში პირველად ტარდება და მას მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მოწვეული რეპროდუქტოლოგი იშარ ტაიფუნ ალპერი გაუძღვება.

კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. კონფერენციაზე საპატიო სტუმრებს შორის არიან პარლამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

რეგისტრაცია იწყება 09:00 საათიდან და 19.00 საათამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო