არჩილ თალაკვაძე - ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს,რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ვალდებულებას შეასრულებს. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

"ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვუთხრათ დიახ, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე. მათ აქვთ მოლოდინი,რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო