„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე პოლიციელებისგან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსნებებთ, 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს