დავით ჭიჭინაძე - გიორგი გახარიამ, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე

გახარიამ, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სამთავრობო კულუარებში მიმდინარე მოვლენებს.

ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ პოლიციის მუნდირის დაცვა ნიშნავს იმას, რომ გომელაურმა კომენტარებში შეცდომა დაუშვა.

„ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. თავად გახარიასაც საკმაოდ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშირებით. თუნდაც პანკისის ხეობაში შეყვანილი ჩვენი პოლიციელები და სპეცრაზმი რომ გავიხსენოთ, იქიდან ისე გამოიყვანა, რის გამო დღემდე გაურკვეველია. მოკლედ, ის რომ გახარია მხოლოდ განათლების და სოფლის მეურნეობის პრემიერი იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ მისი დანიშვის დღეს ვთქვი. ახლა კი, გახარია უკვე აღარავის პრემიერი აღარ არის და ეს ფაქტია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა