არჩილ თალაკვაძე - ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და ველით მომდევნო შეხვედრას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი, მეხუთე რაუნდი, 11 თებერვლის შემდეგ გაიმართება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თარიღის დანიშვნა ხდება ყველა მხარესთან შეთანხმებით.

"ჩვენ გავაკეთეთ კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე და თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ განვიხილოთ ეს მოდელი და მათთვის საინტერესო საკითხები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე და ველით მომდევნო შეხვედრას. ჩვენი მხრიდან გაკეთებულია კომპრომისული შეთავაზება. თარიღი არაა შერჩეული, მაგრამ ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრას.

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლიციას ამ კონტექსტში, ის ამბობს, იმას, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ყოველთვის გვქონდა აღებული და ვასრულებდით - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად. ამაზე ევროსაბჭოს დღესვე შეგვიძლია ვუპასუხოთ დადებითად.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოპოზიციას და უმრავლესობას მოუწოდეს, რომ შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, დიალოგის ფარგლებშიც ჩვენი მოლოდინია, რომ ეს შედგება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო