ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის გამო შეიძლებოდა ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების საქმეზე ასაფეთქებელი მოწყობილობა შეეკვეთა

ე.წ. მაზავშიკების საქმეში ფიგურანტ დავით ფეიქრიშვილსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს შორის არსებობს თუ არა რაიმე სახის კონფლიქტი, რის გამოც შეიძლებოდა ყიფიანს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ასაფეთქებელი მოწყობილობა შეეკვეთა, დაზარალებულების ადვოკატის გიორგი ანთაძისთვის უცნობია.

აღნიშნული ფაქტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ფეიქრიშვილების საქმეში ასაფეთებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთით დამზადდა, ადვოკატმა „ინტერპრესნიუსისგან“ შეიტყო.

„ნამდვილად არ ვიცი მათ შორის რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთადერთი ის ვიცი, რომ ე.წ. მაზავშიკების საქმეზე, როგორც დავით ფეიქრიშვილი, ასევე ვატო ყიფიანი უკანონოდ იყვნენ ბრალდებულები. ასე ვფიქრობთ დაცვის მხარე. როგორც ვიცი, ვატო ყიფიანი მაშინ გამართლდა კიდეც“, - აცხადებს ანთაძე.

კითხვაზე, თუ რა ახსნა აქვთ ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო ყიფიანის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეკვეთაზე, ადვოკატი პასუხობს, რომ

დღის განმავლობაში მათთან შეხება არ ჰქონია. თუ რამდენად სარწმუნოა ერთ-ერთ შემკვეთად ყიფიანის დასახელება, აღნიშნულთან დაკავშირებით ანთაძე არ საუბრობს.

„გამოძიებაში ვერ ჩავერევი, ჩემ აზრს მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სარწმუნოა, ან არ არის სარწმუნო. მათი ურთიერთობის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის“, - აცხადებს ადვოკატი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო