არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში „ქართული ოცნების“ გარემოცვის მონაწილეობას უარყოფს

ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება და რომელიმე ადამიანი ჩვენი გარემოცვიდან, ჩვენთან შეთანხმებით ასეთ ქმედებაზე წავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინციდენტში გია ვოლსკის ბიუროს წევრების მონაწილეობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია გამოირჩევა უბინძურესი თავდასხმებით თანამოქალაქეებზე: პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და თქვენდა გასაკვირად, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება ბატონ გია ვოლსკის, ამ საკითხის მასზე გადატანა არის მორიგი ბინძური ბრალდება, რომელიც შედის ნიკა გვარამიას ინტერესებში, რომ ეს საკითხი "ქართული ოცნების" რომელიმე პოლიტიკოსს დაუკავშიროს. ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება და რომელიმე ადამიანი ჩვენი გარემოცვიდან, ჩვენთან შეთანხმებით ასეთ ქმედებაზე წავიდეს. ეს ალბათ, იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ნიკა გვარამიას გუნდში არიან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო