ლევან ხაბეიშვილი - უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სასტიკ დამრბევად გამომაცხადონ, კონკრეტულად კი "ჩმორი" ირაკლი ზარქუასი

„ვულოცავ კახა კალაძეს, შედეგს მაინც მიაღწია ძალოვანი უწყებების დახმარებით“, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პოლიციის განყოფილება სატოვა, სადაც ბრალი წარუდგინეს.

მისი თქმით, პოლიცია, რომელშიც ის იმყოფებოდა, ცირკს ჰგავს.

„გამოძიება ამბობს, რომ მე და ირაკლი ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. საზოგადოებამ თავად განსაჯოს რამდენად ნორმალურია ის პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო და მეტიც, ზარქუას, ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, ამ "ჩმორს", დაავალეს და გამოაქციეს მას შემდეგ, რაც ჩემი ექსპერტიზა დაიდო და ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდათ. ეს ჩმორუკა მოარბენინეს აქ და დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემა და თვალი დამილურჯაო. ვივარაუდე, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ, მითუმეტეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა კალაძე, გომელაური და ძალოვანი უწყებები.

არ ვიცი, აღკვეთის ღონისძიების სახით რას მოითხოვს პროკურატურა, მაგრამ უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სასტიკ დამრბევად გამომაცხადონ, კონკრეტულად კი "ჩმორი" ირაკლი ზარქუასი და მერე ამბობენ, პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენაო და ამიტომ პასუხი გავეცითო. ნონსენსია რასაც აკეთებენ, თავს დამესხნენ ლაჩრულად და თურმე კიდევ მე ვცემე”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს