საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

მოქალაქეებმა სადეზინფექციო საშუალებებით ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან და ატარონ პირბადე, თუკი გრიპი აქვთ, - აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება, თუმცა პირბადეებზე მოთხოვნა გაზრდილია.

„საზოგადობასთან რეკომენდაციას რაც შეეხება, ის არის, რომ მათ ხშირად გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან, ასევე ხელი დაიბანონ სადეზინფექციო საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გრიპიანი, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე სხვასთან კომუნიკაციის დროს.

ამ ეტაპზე არ შეინიშნება პანიკა, არც სასწრაფოს გამოძახებით და სასურველია, რომ არც შეინიშნებოდეს. თუმცა, შეინიშნება აფთიაქებში პირბადეებთან დაკავშირებით მოთხოვნა, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიურად ყიდულობს მოსახლეობა პირბადეებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო