არჩილ თალაკვაძე - ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას - "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია

დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის ვიზიტები ვაშინგტონში, გვექნება პირისპირ შეხვედრები კონგრესმენებთან, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იგეგმება შეხვედრები სენატის წევრებთან, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,ექსპერტებთან და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან.

"ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება და ძალიან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ვინაიდან, საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულად. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც მომავალზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება",-განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონგრესმენების წერილებს არ სჭირდება დამატებითი მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან.

"რაც შეეხება წერილებს, კონგრესმენების წერილები ჩვენი მხრიდან მიღებულია, როგორც მეგობრების მოსაზრებები", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს