ადვოკატი ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენაზე - კლასიკური მაგალითია, როგორ იყენებს ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ დევნას ოპონენტების ჩამოსაცილებლად

ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაცილებლად, - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის ადვიოკატი გიორგი კონდახიშვილი, ხაბეიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

მისი თქმით, მთელი იმ დღის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილის მიმართ პროვოცირება ხდებოდა და მისი ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩათრევა სურდათ.

„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი, როგორც იურისტის განცვიფრება ლევან ხაბეიშვილის საქმესთან მიმართებაში. ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაცილებლად.

ფაქტია და ყველამ იხილა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ, მთელი იმ დღის განმავლობაში იყო პროვოცირება, ვერ მოახერხეს მისი ასე ვთქვათ, ფიზიკურ ძალადობაში ჩათრევა, სცემეს და შემდეგ უკვე ისე შემოატრიალეს საქმე, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდა მოძალადე.

ყველაზე სასაცილო არის ის, რომ ირაკლი ზარქუა 4 დღის მერე მივიდა ექსპერტიზაზე. იმ დღის განმავლობაში არაერთხელ ჩაერთო პირდაპირ ეთერში და ამბობდა, რომ არათუ ხელი არ დაურტამს ლევან ხაბეიშვილს მისთვის, არამედ მისი ხელის დასარტყმელი არავინ არ არის და უბრალოდ შეხლა-შემოხლა იყო. ვიზუალურად მას არანაირი დაზიანებები სახეზე არ აღენიშნებოდა.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, დაუკვეთეს ირაკლი ზარქუას და რამდენიმე დღის მერე მიიყვანეს ექსპერტიზაზე პოლიციაში და უკვე იქ დააფიქსირა ჩვენებაში, თითქოს ლევანმა ის სცემა, აქვს ტკივილები და დაზიანებები“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა