ვლადიმერ იმნაძე გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უწყების დირექტორს, ვლადიმერ იმნაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თადარიგის გენერლები: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ასამაღლებლად თადარიგის გენერლებისა და ოფიცრების ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე. გეგმებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დგანან. განიხილეს ამ გამოწვევათა დაძლევის გზები.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ქვეყნის მოქმედ და თადარიგის გენერლებს შორის პერმანენტულად გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა