გიგი უგულავა - ლევან ხაბეიშვილს ამით არაფერი დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, ეს ზარქუა და სამი „ძველი ბიჭი“ რას აპირებენ შემდეგ?

ამ ადამიანს ივანიშვილის იქით გზა აღარ აქვს, ცხოვრებაში ყველა სახეში შეაფურთხებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუაზე საუბრისას განაცხადა.

უგულავას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბრალის წაყენების მსგავსი მეთოდი უკვე გამოიყენა, როდესაც თბილისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბრალი მას წარედგინა.

„ეს ადამიანი მოკვდა, როგორც პიროვნება. პოლიტიკოსი არც არასდროს ყოფილა, ცარიელი ადგილი იყო და გაფორმდა, როგორც ცარიელი ადგილი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა სამარცხვინო რამ, როდესაც ლევან ხაბეიშვილს თავს კოდლა და ძალით "ძველი ბიჭების" ხროვა დაესხა. ამის "გაპრავება" უკვე აპრობირებული მეთოდით მოხდა ისე, რაც გააკეთეს ჩემი და გოკა გაბაშვილის შემთხვევაში, ორი მუტრუკი მოგვიგზავნეს, მე ბრალი წამიყენეს ერთი მუტრუკის ცემაში, მეორეს კი გოკას ცემაში. ვითომ დააბალანსეს და ამით წაიღეს ჩემი პასპორტი. უკვე მოგიძველდათ მეგობრებო მეთოდები. ჩვენიანებს რომ არ ეწყინოს, მოდი ხაბეიშვილსაც წავუყენოთ ბრალიო. ხაბეიშვილს ამით არაფერი დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, ეს ზარქუა და 3 "ძველი ბიჭი" რას აპირებენ შემდეგ?“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს