კელი დეგნანი - ვიმუშავებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს

ამერიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გადასცა, რის შემდეგაც მინისტრის და ელჩის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.

„მივესალმები აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ ის არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას, ამერიკა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ, რადგანაც დღემდე არსებული მიღწევები, ის ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო - აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმაც, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თქმით, „ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია“.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“,-განაცხადა ამერიკის ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა