ვლადიმერ ზელენსკი მაიკ პომპეოს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კიევში შეხვდა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ლიდერებმა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და უკრაინის პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ყირიმის დეოკუპაციის პროცესში აშშ უფრო აქტიურად ჩაერთვება. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ში იმპორტირებულ უკრაინულ ფოლადზე 25%-იანი საბაჟო გადასახადია, რომლის მოხსნაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ქვეყნის სუვერენიტეტის აღსადგენად აშშ ყველაფერს გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეო პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო