საკრებულოს ბრალდებული დეპუტატი ლევან ხაბეიშვილზე - თქვენ კადრები ნახეთ, ადამიანი გადავარდა სკამებში და დაზიანებები მიიღო - მას ხელი არ აქვს მოხვედრილი

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების” დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე წაყენებულ ბრალს უარყოფს.

როგორც ცინცაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულების მხრიდან აგრესიულ ტონს ადგილი არ ჰქონია და დაპირისპირება ხაბეიშვილის ქმედებებს მოჰყვა.

„რა თქმა უნდა, სასამართლოს ვეთანხმებით და ვთანამშრომლობთ.

დღეს იყო საკრებულოს კომისიის სხდომა, სადაც ჩვენი მხრიდან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუნდაც აღნიშნულ ფაქტზე მინდა განვაცხადო, არც მაშინ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან აგრესიული ტონი, პირიქით - მე მას პირადად მივუთითე თავისი უზრდელობიდან გამომდინარე, რომ ანალოგიური საქციელი არ შეიძლება, ყველა ადამიანს გვაქვს იმისი ვალდებულება, რომ ადამიანურ ფარგლებში მოვიქცეთ, თუმცა მისი ქმედება გასცდა ყველანაირ ფარგლებს. ეს არ იყო არც პოლიტიკური განცხადება, ეს იყო პირადი შეურაცხყოფა და ამას მოჰყვა ყველაფერი.

ბრალდებას, რა თქმა უნდა, უარვყოფ. თქვენ კადრები ნახეთ, ადამიანი გადავარდა სკამებში და იქ დაზიანებები მიიღო. მას ხელი არ აქვს მოხვედრილი”,- განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოში „ქართული ოცნების” დეპუტატებს თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა