ხათუნა ზახაშვილი - ორი პირის შემთხვევაში  მაღალი ალბათობით არ არის კორონავირუსი - გატესტილ ვირუსებზე უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ არ იყო რესპირაციული ვირუსი, ან  ძალიან მსუბუქი იყო და  უკვე ჯანმრთელები არიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს, რომელთაც რომელიმე ცნობილი ვირუსი არ დაუდგინდათ და რომელთა ბიოლოგიური მასალაც დამატებითი კვლევებისთვის გერმიანიაში გადაიგზავნება, მაღალი ალბათობით, კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ აღნიშნული პირების შემთხვევაში „გატესტილ ვირუსებზე“ უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ისინი უკვე კლინიკურად ჯანმრთელები არიან.

„ჩინეთი ქვეყნიდან ყველა გამომსვლელის სკრინინგს ატარებს, მათ არ ჰქონდათ რამე რესპირაციული ნიშნები, მათ გზაში განუვითარდათ რესპირაციული ნიშნები, ან თბილისში შემოსვლისთანავე, რის გამოც მათზე ზედამხედველობა დაწესდა. ეს არის სულ რამდენიმე საათში განვითარებული რესპირაცია, რომელიც დღეს უკვე გამოხატული არ აქვთ. ისინი უკვე ფაქტიურად, კლინიკურად ჯანმრთელები არიან“,-აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

მისივე თქმით, კორონავირუსი არის მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია და აღნიშნულ პირებს არ აქვთ მძიმედ გამოხატული რესპირაციული ნიშნები, რაც პირველი ნიშანია, რომ მაღალი ალბათობით არ არის კორონავიურუსი.

„ამ ადამიანებს, ვისზეც გრძელდება ზედამხედველობა, არ აქვთ მძიმედ გამოხატული რესპირაციული ინფექცია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მაღალი ალბათობით არ არის კორონავირუსული ინფექცია. ის, რომ გატესტილ ვირუსებზე აღმოჩნდა უარყოფითი ნიშნავს, რომ ან არ იყო ეს რესპირაციული ვირუსები, ან იყო ძალიან მსუბუქი და ამ ადამიანებს უკვე გამოჯანმრთელების ფაზა აქვთ და არაფერს საშიშროებას გარშემომყოფებისთვის არ წარმოადგენენ“,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსმა.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს გადაიგზავნება გერმანიაში და პასუხს დასჭირდება 2 ან 3 დღე. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ მათთან კორონავირუსის საფრთხე ძალიან მინიმალურია.

ცერცვაძის თქმით, მათ შემთხვევაში ​ვირუსოლოგიური გამოკვლევით არ დადგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი, რის გამოც რჩება თეორიული შანსი, რომ მას, შესაძლოა, ჰქონდეს კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირება სამი ქვეყნის გარდა არსად ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს