დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს. ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელიც ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან დაიწყება და მოსახლოებას „ბრექსითის“ განხორციელებამდე დარჩენილ დროს აუწყებს. ამის შემდეგ კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვას გაავრცელებს და მოსახლეობას ისტორიულ დღეს მიულოცავს.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო