საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს  კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დროს, სად, რა მანძილის დაცვით და უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმების გათვალისწინებით უნდა იმუშაონ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხის თითოეული შემთხვევის დროს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული მზადყოფნა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე:

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=faf76ef4-fb55-4856-8f7a-640438d130e2&fbclid=IwAR3LuWBbXTOI5Gz_VIYVaeK58g6NeZZ6RGFKzTBOZoKGdQPPJ3wPXB5Vo4w

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=8c76f377-33cc-4814-bead-fad947a8bf8b&fbclid=IwAR2GIxlQXS5NtILYQKln9SbTPEzntLgFyl2BA2bPN9CEVk9xTSyOWuh2pfo

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა