რუსეთში სპორტული კომპლექსის სახურავის ჩამონგრევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სპორტული კომპლექსის სახურავის ჩამონგრევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შენობის სახურავის ჩამონგრევა სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა, რა დროსაც ტერიტორიაზე 4 მუშა იმყოფებოდა. ინციდენტს 1 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც შენობის სახურავზე დაზიანებულ მეტალის კაბელებს ჭრიდა.

როგორც ცნობილია, სპორტული კომპლექსი საბჭოთა კავშირის დროს 1980-იან წლებში ააშენეს. მას შემდეგ შენობის რესტავრაცია არ მომხდარა.

სპორტულ კომპლექსში 2023 წელს ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, რის გამოც აქ შენობის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო: მძიმე კადრები - სანკტ-პეტერბურგში სპორტული კომპლექსის სახურავი ჩამოინგრა და ადამიანი მოიყოლა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს